12:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-25 15:34:00, 1443 ნახვა

კომენტარი
დოლიძე: „ოცნება“ შეწუხებულია - ეს ჩემი პოლიტიკური დევნაა, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საბჭოს მოსამართლე წევრების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვას ეხმაურება და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა დაწყებული. 

როგორც დოლიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწევა და იუსტიციის საბჭოს სურვილი არ აქვს ერთმანეთისგან პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობები გაარჩიოს.

"ქართული ოცნება" შეწუხებულია კრიტიკული ხმების აქტიურობით და ასევე შეწუხებულია "ქართული ოცნების" ინტერესების განმახორციელებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ის იმდენად შეწყხებულია, რომ დღეს მიიღეს სრულიად უკანონო გადაწყვეტილება, რომ მიემართათ პრეზიდენტისთვის. ამავე დროს, ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს არ სურს გაარჩიოს საზოგადოებრივი საქმიანობა და პოლიტიკური საქმინობა. კანონი კრძალავს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა ჩემი, როგორც სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ხმის წინააღმდეგ. ვფიქრობ, რომ ქალბატონი სალომეს შესაძლო გადაწყვეტილება იქნება ლაკმუსის ტესტი, რამდენად გახდება ის ამ პოლიტიკური დევნის ნაწილი ან რამდენად იქნება ის სისტემის მანკიერების წინააღმდეგ კრიტიკული ხმების მხარეს", - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ცნობისთვის, იუსტიციის საბჭო პრეზიდენტს ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვს

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics