16:31 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 11:58:27, 689 ნახვა

რეგიონი
ხელისუფლების წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩანტლისყურის, თივშის, შოროხშის, ბალღოჯიანისა და მთისძირის მოსახლეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და  საქართველოს პარლამენტის წევრები  შეხვდნენ. 

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე სოფლებში არსებული საკითხები და ძირითადი საჭიროებები განიხილეს. ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტულ თემებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელთა შორის შიდა საუბნო გზებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა-რეაბილიტაციის, სოფლის ამბულატორიების საჭიროებისა და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემები გამოიკვეთა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას დეტალურად გააცნო ყველა  ის პროექტი, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.

„შევხვდით ყვარლის მოსახლეობას და მათგან მოვისმინეთ სოფლებში არსებული საჭიროებები. ძირითადად სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა გამოიკვეთა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს საკითხები ოპერატიულად მოვაგვაროთ და 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინოთ. ვფიქრობ, ესეთი შეხვედრები პოზიტიურ შედეგამდე მიგვიყვანს“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

სოფლებში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტის წევრები მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ქევხიშვილი ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics