|
2019-10-23 11:13:13, 1136 ნახვა
ეკონომიკა
ავღანეთის ტრანსპორტის მინისტრი პროექტ „ლაპის ლაზულის“ მნიშვნელობაზე საუბრობს
„აბრეშუმის გზის ფორუმზე" ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ლაპის ლაზულის" პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. იამა იარიმ მონაწილოება მიიღო პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მიღმა". ლაპის ლაზულის პროექტის მიხედვით, ავღანეთიდან ტვირთები რკინიგზით და საავტომობილო გზით კასპიის ზღვაზე თურქმენეთის და აზერბაიჯანის პორტებს უკავშირდება, საქართველოში შავ ზღვაზე ფოთისა და ბათუმის პორტების გავლით კი ტვირთების გადაზიდვა ევროპის მიმართულებით ხდება. „ჩვენ შევქმენით ახალი დერეფანი, რომელსაც „ლაპის ლაზული" ჰქვია. ამ პროექტით ჩვენ ტვირთების გადაზიდვას ვახდენთ ჩინეთის, ინდოეთის, შუა აზიის, კავკასიის მიმართულებით. ჩვენ უნდა მოვიძიოთ შიდა რესურსები, რომ გავზარდოთ ტვირთბრუნვა, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა." - განაცხადა იამა იარიმ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)