|
2019-10-22 12:33:46, 2015 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ლატვიის ელჩს უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლატვიის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა ინგრიდა ლევრენესს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე ლატვიის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო და წარმატებული ურთიერთობა და საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პროცესში ლატვიის როლი ხაზგასმით აღნიშნეს. თავდაცვის მინისტრმა რიგაში მდებარე ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობასაც. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
(NS)
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)