|
2019-10-21 10:45:34, 3817 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირმა შესაძლოა Brexit-ი 2020 წლის თებერვლამდე გადადოს
ევროკავშირი Brexit-ს 2020 წლის თებერვლამდე გადადებს, თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიმდინარე კვირაში ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში ვერ გაიყვანს, - ამის შესახებ The Times ევროგაერთიანებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გადავადება "მოქნილი" იქნება, რადგან თუ პარლამენტი შესაბამის კანონპროექტს დაამტკიცებს, ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას უფრო ადრე შეძლებს. მაგალითად წყაროს შემდეგი თარიღები მოჰყავს: 1-ელი ან 15 ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი. მედიის ცნობით, თუ ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც კანონპროექტი არ დამტკიცდება ან პარლამენტი კიდევ ერთი რეფერენდუმის ჩატარებას გადაწყვეტს, ევროკავშირის ქვეყნები ვადას 2020 წლის ივნისამდე გაახანგრძლივებეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)