|
2019-10-16 17:06:59, 1828 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე ხობში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს შეხვდა
სოფელი შავღელე, ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 21 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. დასახლება გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა, როდესაც ხობის რაიონში შუახევის, ქედისა და ხულოს რაიონებიდან სტიქიით დაზარალებული 300 ოჯახი ჩასახლდა. თავდაპირველად, როგორც უბანი ისე არსებობდა, 2011 წლიდან შავღელეს დასახლებას სოფლის სტატუსი მიენიჭა და ამჟამად კომლთა რაოდენობა 310-ია, მოსახლეობა - 1079 ადამიანი. სოფელში 46 გვარის წარმომადგენელი ცხოვრობს. მოსახლეობა ძირითადად მემარცვლეობასა და მესაქონლეობას მისდევს. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს ციტრუსოვანი კულტურები. შავღელეს მოსახლეობას დღეს, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ქედისა და ხულოს მერებთან ერთად სტუმრობდა.შეხვედრაზე სოფლის მოსახლეობის პრობლემები განიხილეს და გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.
,,დღეს შევხვდით სოფელ შავღელეს მოსახლეობას. ოჯახების უმეტესობას მთიანი აჭარიდან სოფელში ჩასახლება სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მოუხდა. ჩასახლება 80 -იანი წლებიდან დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდებოდა. პარალელურად, ოჯახების ნაწილი თავად ჩასახლდა სოფლად. შეხვედრაზე გავეცანით ეკომიგრანტების პრობლემებს, დავინტერესდით მათი საჭიროებებითა და ყოფითი პირობებით, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელეთ საკითხების მოგვარების გზებზე. მიმდინარე წელს მოვინახულე ჩვენი ეკომიგრანტები ვაზიანში, მუხროვანში და წალკაში. მათთან შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებ“, - აღნიშნა ფრიდონ ფუტკარაძემ. ხელისუფლების მიერ გამოჩენილი გულისხმიერებისთვის ეკომიგრანტებმა კმაყოფილება გამოხატეს. ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას ქედისა და ხულოს მერები ლევან გორგილაძე და ვახტანგ ბერიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა შეხვდნენ.
(NS)
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)