15:31 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-16 10:45:26, 1249 ნახვა

სამართალი
გრიგოლ ლილუაშვილი: სუს-ის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღკვეთაზე“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სუს-ის უმთავრესი მიზანია, დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია.

„მსოფლიოსა და რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება  არ მოქმედებს კარგად ჩვენს ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. შეიარაღებულ კონფლიქტები, სამოქალაქო დაპირისპირებები და სხვა სახის კრიზისული პროცესები ნათლად წარმოაჩენს, თუ როგორი მყიფეა საქართველოს გარშემო არსებული უსაფრთხოების გარემო.

ქვეყნის შიგნით სახეზეა რთული, ზოგ შემთხვევაში კი ეგზისტენციალური საფრთხის მატარებელი გამოწვევები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების გაგრძელება და სხვადასხვა საქმიანობის განხორციელება მაქსიმალური შედეგებით.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დაიცვას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება, თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობა ძირითადად მიმართულია საფრთხეების ადრეულ იდენტიფიცირებაზე, მათ პრევენციასა და აღმოფხვრაზე“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics