19:04 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-11 14:13:34, 3765 ნახვა

რეგიონი
რაჭის რეგიონში რთველი მიმდინარეობს

11 ოქტომბრის მდგომარეობით, რაჭაში 250 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. ქალაქ ამბროლაურში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი მობილიზებულია, რომ მოსავლის დაბინავებამ ორგანიზებულად ჩაიაროს და ყველა მევენახეს მიეცეს მოსავლის დაბინავების შესაძლებლობა. წელს რაჭაში  „ხვანჭკარის“ სანედლეულო ჯიშების - მუჯურეთულისა და ალექსანდროულის 1500 ტონამდე მოსავალს ელიან.

დღეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 10 ღვინის მწარმოებელი კომპანია სხვადასხვა ლოკაციაზე იბარებს ადგილობრივი მევენახეებისგან ყურძენს. რთველის საკოორდინაციო შტაბში სულ დარეგისტრირებულია 40 ღვინის მწარმოებელი კომპანია, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძნის შესყიდვის პროცესში ჩაერთვებიან.

ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთის რეგიონში, სადაც წელს გადამუშავებულმა ყურძენმა ბოლო  თითქმის 30 წლის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: გადამუშავებულია 267 ათასი ტონა ყურძენი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

 

 

 

(R)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics