22:01 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 17:51:13, 4693 ნახვა

პოლიტიკა
უზენაესის კანდიდატ ზაზა თავაძეს სამართლის მიმართულებით მაგისტრატურაში არ უსწავლია

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს სამართლის მიმართულებით მაგისტრატურაში არ უსწავლია. - ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ პარლამენტში გამართულ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზაზა თავაძის დოკუმენტებით ირკვევა მან ოთხი წელი  სამართალზე ისწავლა შემდეგ კი მაგისტრატურა საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების განხრით გააგრძელა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის სამართლის განხრით დოქტორანტურაში სწავლობს.

"თქვენ ჩაირიცხეთ დოქტორანტურაში იმიტომ, რომ მაგისტრის ხარისხი გქონდათ საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ამის შესაძლებლობას უმაღლესი განათლების შესახებ კანონი იძლევა... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სანამ პირს დოქტორის ხარისხი არ მიენიჭება ის არის სამართლის მაგისტრი", — აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, დღეს ზაზა თავაძე მინიმალურ და ფორმალურ საკვალიფიკაციო მონაცმებესაც ვერ აკმაყოფილებს. ირაკლი აბესაძემ უვადო მოსამართლეობის კანდიდატს ის საგნებიც გაახსენა, რომლებსაც მაგისტრატურაზე სწავლობდა და უთხრა, რომ როცა დოქტორის ხარისხს მიიღებდა კონკურსში მონაწილეობა შემდეგ მიეღო.

მოამზადა გიორგი ჩაფიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics