19:30 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-10 15:02:52, 2753 ნახვა

კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ივანიშვილმა რეიდები რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი დასრულდა.

როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საბჭოთა მენტალიტეტით რეიდებს აწყობს, რისი გამოცდილებაც რუსეთში მიიღო.

„ჩვენ საქმე გვაქვს ივანიშვილის ავტოკრატულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს მთავარი პროკურორია, უდიპლომო, უცოდინარ ადვოკატთან. პროკურორები ურცხვად ითხოვდნენ მტკიცებულებებს, რომლებიც მოიპოვა ჩვენმა ადვოკატმა, დღეს ითხოვენ ამ მტკიებულებების ამოღებას საქმიდან. ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ საქართველოს ემსახუროს, არაა ჩვენი ქვეყანა ღირსი, რომ ეს სამართალი ჰქონდეს. ჩვენ შევცვლით ამ სიტუაციას, დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს. გავწმენდთ და დავტოვებთ ამ ქვეყანას ღირსეული და წესიერი ადამიანების ხელში.

ბიძინა ივანიშვილის საბჭოური მენტალიტეტი, რეიდები, რომლებიც მან რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს, ის მეთოდები, დაპირებები, ტყუილები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ ორი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში, სამარცხვინოა. მინდა „ოცნების“ წევრებს ვუთხრა, რომ შეგრცხვეთ, რას პირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ დიდი ჭაობი და ამ ჭაობიდან დროზე უნდა ამოვიდეთ ერთად. აქ საუბარია ჩვენ შვილებზე და სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. ამ სახელმწიფოს ჩვენ წესიერ ადამიანებთან ერთად ჩამოვაყალიბებთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროჯურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics