06:08 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 16:07:19, 647 ნახვა

საზოგადოება
ზუგდიდი ბრწყინვალე საერო–სახალხო დღესასწაულს ვლაქერნობას ზეიმობს

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის პატიოსანი შესამოსელის ვლაქერნაში დიდებით დადების დღე – ვლაქერნობას ზუგდიდში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია და მხარის გუბერნატორი დაესწრო.

ღვთისმშობლის შესამოსელი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით მუზეუმის საცავიდან ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრამდე ყოვლად უწმინდოესობამ და მრევლმა მიაცილა. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა აღევლინა.

სადღესასწაულო წირვა ლოცვა აღევლინა რუსულ ენაზე. დღეს საგანგებოდ მოსალოცად ზუგდიდს ესტუმრნენ რუსეთის სხვადასხვა ეპარქიის მართლმადიდებელი სამღვდელოების წარმომადგენლები.

ღვთისმშობლის პატიოსანი შესამოსელი დღეს მთელი დღე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში არის დაბრძანებული და მოლოცვის საშუალება ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics