22:39 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-02 17:52:40, 2213 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: წყაროს ინფორმაციით, ჭიჭიაშვილი ოდესაში იყო და ჩემი გარემოცვის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს მოკლული საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილია, უკრაინაში "სპეციალურ მისიას" ასრულებდა. 

როგორც სააკაშვილმა განმარტა, ჭიჭიაშვილი უკრაინაში მისი გარემოცვის შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. 

"კრიმინალ ჭიჭიაშვილს ჩემი პრეზიდენტობის დროს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი დავალებით გაათავისუფლეს. ბოლო პერიოდში ის უკრაინაში გამოუშვეს სპეციალური მისიით. ის ოდესაში გამოუშვეს, რათა ჩემიდა ჩემი გარემოცვის შესახებ ინფორმაცია მოეძია. ამის შესახებ პოლიციაში არსებულმა სანდო წყარომ გვაცნობა. საჭიროა შეისწავლონ მისი კავშირი ქართველ სპეცსამსახურებთან, რომლებსაც თავის მხრივ რუსი კოლეგები აკონტროლებენ", - წერს მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე. 

ცნობისთვის, უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე შოთა ჭიჭიაშვილი მოკლეს





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics