19:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 21:50:59, 1955 ნახვა

პოლიტიკა
ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მის მიერ შემუშავებულ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ამოცანები ჯარისკაცებზე ზრუნვასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას ეფუძნება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელფასების ზრდა მოხდება სამხედრო წოდების მიხედვით და ის 100-დან 500 ლარამდე მერყეობს.

მისი განცხადებით, ხელფასების მატება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ჯარისკაცებს ხელფასები 2019 წლის 1 ნოემბრიდან გაეზრდებათ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ბიუჯეტის გადაგეგმარება აუთვისებელი თანხების ხარჯზე მოხდა. მინისტრმა ხელფასების ზრდასთან ერთად ვრცლად ისაუბრა მისი სოციალური პოლიტიკის კომპონენტებზე და აღნიშნა, რომ ჯარის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, უკეთესი სამედიცინო დაზღვევა, გაუმჯობესებული კვება, ხარისხიანი სამხედრო ფორმა და ფეხსაცმელი მისი პრიორიტეტებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics