|
2019-09-30 14:13:57, 1623 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის შეხვედრა გაიმართა
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მე-40 ასამბლეის ფარგლებში, რომელიც მონრეალში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაცია კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის რეგულარული ფრენების დაწყების შესაძლებლობებზე და საავიაციო ხელისუფლებებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. გამოითქვა ორმხრივი მზადყოფნა, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესის უახლოეს მომავალში დასრულების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად ითანამშრომლონ ტექნიკურ დონეზე, ფრენების ზედამხედველობასთან და ბაზარზე დაშვებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის კუთხით. საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო უწყებებმა, ICAO-ს „No Country Left Behind" ინიციატივაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნულის ფარგლებში, გამოცდილების გაზიარებისა და პერსონალის პროფესიული მომზადება-გადამზადების კუთხით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ასევე, საუბარი შეეხო ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ არჩევნებს და პლენარულ სესიებზე განსახილველ აქტუალურ საკითხებს. ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩი კანადაში, მუდმივი წარმომადგენელი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) კონსტანტინე ქავთარაძე.
(NS)
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)