|
2019-09-27 16:57:49, 2101 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სამეწარმეო რეესტრის ახალი ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა ბიზნესით დაინტერესებულ პირებს სარეგისტრაციო პროცედურებსა და გამარტივებული ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობები გადაეცათ, რომლითაც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. განცხადების წარდგენა ახალი სუბიექტის რეგისტრაციასთან, ცვლილებების რეგისტრაციასთან, რეორგანიზციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულადაა შესაძლებელი. ინოვაციური სერვისია დანერგილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვისაც. ამ ფორმით რეგისტრირებული კომპანიების პარტნიორებს ასევე ელექტრონულად, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. ბიზნესით დაინტერესებული პირებისთვის სამეწარმეო რეესტრის ყველა სერვისი ონლაინ არის ხელმისაწვდომი. სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ ინტერნეტის ქსელში ჩართული კომპიუტერი და პორტალ my.gov.ge-ზე რეგისტრაცია. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრების ციკლი GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მორიგ შეხვედრებს საჯარო რეესტრი გორში, ახალციხეში, ქუთაისსა და თელავში ჩაატარებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)