|
2019-09-24 01:22:10, 2463 ნახვა
ეკონომიკა
ვოლვო თქვენი უსაფრთხოებისთვის (R)
ვოლვომ მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო სოციალური კამპანია #selfieforsafety, რომლის მიზანიც მეტი სიცოცხლის გადარჩენაა, კამპანიას მხარს უჭერს და უერთდება ვოლვო საქართველოს წარმომადგენლობა. ყოველდღიურად დედამიწის სხვადასხვა წერტილში ავტოსაგზაო შემთხვევების გამო სამი ათასზე მეტი ადამიანი იღუპება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ვოლვომ შეძლო მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა, მისი უნიკალური სამწერტილოვანი ღვედის გამოგონებით, რის შემდეგაც კომპანიამ აიღო პასუხისმგებლობა შეექმნა ყველაზე უსაფრთხო ავტომობილები და მუდმივად ეზრუნა სიცოცხლის გადარჩენისთვის, ვოლვოს ავტომობილები მრავალი წელია აღიარებულია როგორც მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო. ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალური შედეგით დასრულდეს და ერთ წამში შეიცვალოს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება. ცხადია, საჭესთან ცუდი ზრახვებით არავინ ჯდება და არც უბედური შემთხვევების შიშის გამო იტყვის უარს ავტომობილის მართვაზე, მაგრამ ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მეტი ყურადღება დავუთმოთ უსაფრთხოების წესების დაცვას. ღვედის გამოყენება 50%-ით ამცირებს სერიოზული საგზო დაზიანების რიცხვს, ხოლო 60-70%-ით დაღუპვის შემთხვევას. „ჩვენი მიზანია ავტომობილით მგზავრობა გავხადოთ მეტად უსაფრთხო და უსაფრთხოების ღვედი მეტად პრიორიტეტული. დღესდღეობით მთავარი პრობლემა რაც საქართველოში თვალსაჩინოა, არის ღვედის გაუცნობიერებლად გამოყენება, რიგ შემთხვევებში კი საერთოდ გამოუყენებლობა. განსაკუთრებით ეს თემა ეხება მგზავრებს, რომლებიც უკანა სავარძლებზე სხდებიან და ღვედს არ იკეთებენ. ბევრმა არ იცის ეს ფაქტი რამდენად ზრდის ავტოავარიების შედეგად დაშავებულების და დაღუპულების რიცხვს - განაცხადა ვოლვო ცენტრი თეგეტა-ს წარმომადგენელმა. ვოლვოს ინჟინერმა ნილს ბოლინმა, 1959 წელს გამოიგონა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი. კომპანიამ უსაფრთხოების ღვედების დამონტაჟება სხვა ავტომწარმოებლებისთვის უფასო გახადა, რათა მეტი სიცოცხლე გადაერჩინა. დღემდე ყველა ავტომწარმოებელი ვოლვოს ამ უსაფრთხოების სისტემას წარმატებულად იყენებს. შემოუერთდი უსაფრთხო მძლოლების რიცხვს, გაიკეთე ღვედი და დაიცავი სიცოცხლე -#selfieforsafety. R
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)