|
2019-09-23 12:22:29, 2150 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაშვილი: წყარომ გვითხრა, რომ პრეზიდენტის შეწყალებების უკან დიმიტრი გაბუნია ფულს აკეთებს
ჩემი წყაროს მხრიდან პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ასეთი შეწყალებების უკან გაბუნია ფულს აკეთებს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ნადირაშვილმა განაცხადა, ის თავისი წყაროს იდენტიფიცირებას არ აპირებს. „დამატებითი ინფორმაცია, მე არ მაქვს. ჩვენ დაგვიკავშირდა წყარო, რომელმაც მოგვიყვა გარემოებებზე, როგორ ერევა ბატონი დიმიტრი გაბუნია, არაუფლებამოსილი პირი, შეწყალებების საკითხებში. შესაბამისად, მე ამ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. რაც შეეხება ჩემს წყაროს, მე შევეცდები არ მივაწოდო ისეთი ინფორმაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნება მისი იდენტიფიცირება, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს ადამიანი თავად შეიძლება გახდეს სამართალდამცავებისგან დევნის საგანი და არა გაბუნია ან პრეზიდენტი, რომლებმაც ეს არნახული შეწყალებები განახორციელეს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.
სტეფანე მღებრიშვილი ვერაზე მომხდარ ტრაგედიაზე: ქვეყანა აქციეს ჯოჯოხეთად
LOUDspeakers: საქართველოში ყოველი მომდევნო დღე წინაზე უარესია
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)