15:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 19:01:03, 1944 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციებისთვის მადლობა გადაუხადა

 საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას, რაც არაერთ პოლიტიკურ თუ ჰუმანიტარულ რეზოლუციაში გამოიხატება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებთან - ტიტუს კორლატეანსა, კლოდ კერნთან და დელეგაციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლების საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის პროცესში.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია, უკანონო ბორდერიზაცია და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმართულებით  საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები.

გიორგი გახარიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საოკუპაციო ძალების დესტრუქციული ქმედებების დაგმობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე - საარჩევნო სისტემის რეფორმას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარებას გულისხმობს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics