15:54 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 16:52:41, 2033 ნახვა

პოლიტიკა
ცქიტიშვილი: ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას არ შევყვები, ანაკლიის პორტზე მეტი პასუხისმგებლობა მაქვს

არ მინდა, შევყვე ხაზარაძის სამწუხარო პოლემიკას, ვინაიდან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა,  საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს „ჭორაობაში არ აყვება“.

„ამ თემასთან დაკავშირებით სერიოზული კომენტარის გაკეთება მიჭირს. არ მინდა ჭორაობაში ავყვე ბატონ ხაზარაძეს. რა თქმა უნდა, ასეთი არც ფრაზა და არც სულისკვეთება“, - განმარტა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ერთ-ერთ ინვესტორს „მერიდიანს“ უთხრა, რომ მათთნაირი ინვესტირები არ სჭირდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics