13:56 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-13 10:18:42, 15000 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა.

პრემიერის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტზე რჩება რეგიონული განვითარებისა და იფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი. ამასთან,  ვიცე-პერმიერის თანამდებობაზე დაინიშნა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

„ნდობის გამოცხადების შემდეგ, დღეს პირველად ვიკრიბებით. პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს - ბატონ ვახტან გომელაურს და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კაბინეტში გვეყოოლება ორი ვიცე-პრემიერი - ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და ქალბატონი თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, რომ ისინი ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და, დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიამ აღნიშნა, რომ დღეის შემდეგ მთავრობის სხდომები ყოველ ხუთშაბათს, დილის 10 საათზე გაიმართება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კაცი, რომელმაც გუშინ ვერაზე 4 ადამიანი დაჭრა, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული
ქარტია: გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ქართული ოცნებისთვისაც უპრეცედენტოა
ზატულინის აზრით, ჭიღლაძის დაუსჯელობა რუსების საქართველოში მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics