|
2019-09-09 15:15:27, 2918 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა
საინვესტიციო მაჩვენებლებს ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებული ინვესტიცია დააკლდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი 2019 წლის მეორე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკურ მონაცემებს გამოეხმაურა. „მოლოდინი გვქონდა და კარგი იქნებოდა, რომ წლევანდელ წელს ჩვენ მიგვეღო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიცია, როგორც ეს იყო გათვალისწინებული. 2017 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ველოდებით ამ ინვესტიციას, მაგრამ, სამწუხაროდ, კონსორციუმის მოთხოვნით არაერთხელ მოგვიწია გადავადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია წლევანდელ სტატისტიკას ძალიან წაადგებოდა“, - აღნიშნა თურნავამ. „საქსტატის" ცნობით, 2019 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 187.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 53.7 პროცენტით ნაკლებია, 2018 წლის მეორე კვარტალის მონაცემთან შედარებით. „ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტიციებს საქართველო, საბოლოო ჯამში, მაინც მიიღებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)