|
2019-09-08 13:30:05, 3371 ნახვა
ეკონომიკა
გახარია - საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, საგადასახადო დისციპლინა გასამკაცრებელია. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ბიზნესი ამას მხარს დაუჭერს. „იყო საუბარი დღგ-ს ნაწილზე. საერთოდ ვთვლი, რომ საგადასახადო დისციპლინა არის გასამკაცრებელი. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩვენ გვექნება პირდაპირი, ღია, აბსოლუტურად გახსნილი დისკუსია და კომუნიკაცია ბიზნესთან, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი, ლიბერალური კანონმდებლობა საგადასახადო, თუმცა კონტროლის და აღსრულების ნაწილში გარკვეული ცვლილებები იქნება შესატანი. ეს საერთო ბიზნესის ინტერესია, რამეთუ თამაშის წესები უნდა იყოს ყველასთვის ერთი. საგადასახადო დისციპლინა ეს არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ უახლოეს პერიოდში კონცენტრირებულად გვექნება სამუშაო“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)