01:38 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 10:23:52, 2210 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ჩვენი დამოკიდებულება ინვესტორებთან არის სამართლიანი, გამჭვირვალე და ჯანსაღი

"ჩვენი დამოკიდებულება ყველა ინვესტორთან არის სამართლიანი, გამჭვირვალე, ჯანსაღი და როცა სახელმწიფო სამართლიანადექცევა ბიზნესს, რა თქმა უნდა, განვითარება, დინამიკა და ინვესტიციები არის შეუქცევადიპროცესი," -  განაცხადა თორნიკე რიჟვაძემმრავალფუნქციური კომპლექსის "ბათუმი რივიერას" პრეზენტაციისას.

"ბათუმი რივიერა", რომელიც ახალ ბულვარში შენდება, არის ქართულ-გერმანული კომპანია "ჰოხბაუ"-ს  30 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი. მრავალფუნქციურ კომპლექსში 70 ადამიანი დასაქმდება.

"წელს გვაქვს მართლაც უპრეცედენტო წელიწადი რეგიონში და უკვე დღეის მდგომარეობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად, განსაკუთრებით ეკონომიკურ გუნდთან ერთად, მუნიციპალიტეტის მთავრობასთან ერთად ჩვენ შევძელით 30 პროექტის განახლება, რომელთა საინვესტიციო ღირებულება არის 1 მილიარდი ლარი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, არ გავჩერდებით და წლის ბოლომდე ჩვენი გეგმის შესაბამისად უნდა მოვახდინოთ 3 მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტების რეალიზება და მათი დაწყება წლის ბოლომდე. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რეგიონში 2 წლის ჭრილში შევქმნით 6 ათას ახალ სამუშაო ადგილს და ეს ნიშნავს, რომ გვეყოლება 6 ათასი ძლიერი ოჯახი" - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა ღონისძიებაზე სიტყვით მიმართვისას.

 "ჰოხბაუ"-ს წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ  "ბათუმი რივიერას" პროექტი არის ევროპული გამოცდილების გამოძახილი და აფუძნებს ევროპულ სტანდარტებს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics