|
2019-09-06 10:19:22, 2572 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: ჩვენი ამოცანაა, საქართველო ვაქციოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროში შემუშავდა სატრანსპორტო ლოგისტიკური პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზეა გაკეთებული. აღნიშნული განცხადება ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. „ვფიქრობთ, შემოვიტანოთ სათანადო სტანდარტები ლოგისტიკური მომსახურებისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო ვაქციოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად, რაც მოიცავს მთელი რიგი მიმართულების, მათ შორის, საბითუმო ვაჭრობის ცენტრის, სასაწყობო ჰაბის განვითარებას, რათა ქვეყანამ მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც მოყვება სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)