|
2019-09-05 23:05:32, 2682 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა წარდგენილი, ძალიან წარმატებული იქნება
„მჯერა და მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი გუნდი, რომელიც დღეს თქვენს წინაშეა წარდგენილი, იქნება ძალიან წარმატებული",- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე დეპუტატების კითხვების საპასუხოდ. მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ბატონი გიორგი გახარია გუნდის გამორჩეული წევრია, გამორჩეული ლიდერი და გამორჩეული მენეჯერი. „თითოეული ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანა ამ 12 თვეში წარმატებულად მივიდეს არჩევნებამდე. რამდენად ვიქნებით ჩვენ წლის ბოლომდე, ვინ როგორ იქნება მინისტრი, დამოკიდებულია იმ ძალისხმევაზე, რასაც თითოეული ჩვენგანი გაიღებს. ყველანი ვართ მაქსიმალურად მოტივირებულები, რომ ბატონ გიორგის ამოვუდგეთ გვერდში და გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, ქვეყანას მივცეთ ყველაზე მეტად დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური შესაძლებლობები და ვიყოთ წარმატებული გუნდი როგორც რეფორმების, ასევე სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა ნათია თურნავამ. NS
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)