01:37 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 19:54:33, 627 ნახვა

რეგიონი
დავითაშვილი: შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი და შედეგად წელს 40-45 ათას ტონა მოსავალს ველოდებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა   კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის მნიშვნელოვან გამოწვევაზე - აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა.

„არ შეიძლება, არ აღინიშნოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც  ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ჩვენს მიერ მავნებლის წინააღდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებები, საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადებითად შეფასდა. ბოლო პერიოდში საქართველოში მყოფი   სამეცნიერო მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველომ შეძლო და უმოკლეს დროში გასაოცარ შედეგს მიაღწია და ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების ქართული პროგრამა ენტომოლოგიის ისტორიაში შევა როგორც გზამკვლევი’’, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

,,მიმდინარე წელს, სახელმწიფოს, კერძო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა თხილის მოსავალი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად,  გაიზარდა თხილის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მიმდინარე წელს დაახლოებით 40-45 ათას ტონამდე თხილის მოსავალს ველოდებით.  ეს არის დაახლოებით 110 000 000 დოლარის ექსპორტი წელიწადში“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

სიტყვის გამოსვლისას მან ასევე ისაუბრა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხზე, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსავლის ხარისხს და აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციები სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, მკაცრად გააკონტროლოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო პუნქტები. 

ლევან დავითაშვილმა გაერთიანებული  კომიტეტების სხდომაზე, ყურადღება გაამახვილა  სურსათის უვნებლობის კუთხით გაზრდილ ინსპექტირებასა და შემცირებულ დარღვევებზე.

 

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics