|
2019-09-05 18:47:15, 1528 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ვმუშაობთ ვირტუალური ზონების განვითარების კონცეფციაზე
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა ვირტუალური ზონების განვითარების კონცეფციაზე. კერძოდ, მისი თქმით, ცვლილებები შევა საქართველოს კანონში „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ", რომელიც წაახალისებს საინფორმაციო და ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებულ ადამიანებსა და კომპანიებს. მისი თქმით, ჩვენს ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ გახდეს რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური სერვისების დარგში. „ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით გაგრძელდება სახელმწიფოს მხარდაჭერა ახალგაზრდა, პერსპექტიული ინოვატორებისთვის. საერთაშორისო დონორებთან ერთად სახელმწიფო ახორციელებს გრანტებით სტარტაპების თანადაფინანსებას საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირებისთვის", - განაცხადა ნათია თურნავამ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)