09:45 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-02 16:32:14, 1110 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე: საქართველოში წელგამართული და თავაწეული ვივლი

„მე ძალიან ბევრს დავდივარ საქართველოში და ასევე გავაგრძელებ სიარულს. მე ვივლი წელგამართული, თავაწეული, იმიტომ რომ მე რასაც ვაკეთებდი, ეს ყოველთვის ემსახურებოდა ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უმთავრეს გამოწვევად კვლავ სიღარიბე და ოკუპაცია რჩება.

რაც შეეხება, ჩემს პრემიერობის პერიოდს, ყველაზე ნაკლები, რასაც მე ცხოვრებაში ვისურვებდი არის ის, რომ დღეს ჰქონდეს ვინმეს ჰქონდეს ეიფორია, რომ მამუკა ბახტაძემ ყველაფერი შესძლო. იმიტომ, რომ ეს ეიფორია მართლა იქნება ყოველგვარი შინაარსისგან დაცლილი. თქვენ თვითონ თავად ახსენეთ ის პრობლემები, რაც გვაქვს ქვეყანაში და შეიძლება თუ არა ვუწოდოთ ხელისუფლებას ვუწოდოთ წარმატებული, როდესაც ორი( სიღარიბე და ოკუპაცია) ყველაზე დიდი პრობლემა არის აქტუალური. დღეს მე ვარ ამაყი, რომ მე შევძელი, რომ ჩვენს პოლიტკურ გუნდთან ერთად და საერთაშორისო პარტნიორების სრული მხარდაჭერით, გაგვეკეთებინა ის, რომ ამ ქვეყანას აქვს სტრატეგიული განვითარების ჩარჩო და მიუხედავად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა, ქვეყანა განვითარდება მდგრადად და ექნება გაზომვადი და რეალისტური მიზნები, თუ როგორ უნდა მოხდეს, რომელიც დღეს არის ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა ბახტაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics