23:29 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 15:38:05, 2375 ნახვა

სამართალი
ავთანდილ წერეთელი: ფული ვასესხე ჩემს მეგობრებს, რა ტრანზაქცია გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რა ჩემი საქმეა

 „აბსურდია, ვერ შემედავებიან. ტრანზქცია რა გააკეთა ხაზარაძემ და ჯაფარიძემ რა ჩემი საქმეა, მე  ვასესხე ჩემს მეგობრებს ფული“, - ამის შესახებ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მამამ და ბიზნესმენმა ავთანდილ წერეთელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.

სასამართლო წერეთლისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურატურა წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ  ავთანდილ წერეთელს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს.  უწყება მას „თიბისის“დამფუძნებლებისათვის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics