21:56 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 10:18:12, 1329 ნახვა

სამართალი
პოლიციამ იმერეთში ძარცვის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქალაქ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძარცვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.გ.-მ ი. ჭავჭავაძის გამზირზე მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ფული და მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  პოლიციამ გ.გ. მომხდარიდან მალევე, ქუთაისში დააკავა. სამართალდამცველებმა ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics