21:55 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 12:35:41, 1449 ნახვა

სამართალი
შსს თანამშრომლებმა საერთაშორისო ტურნირში 9 ოქროს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ ,,მსოფლიოს პოლიციელთა და მეხანძრეთა თამაშებზე“ 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.

წელს, საერთაშორისო ტურნირი 8-18 აგვისტოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ქალაქ ჩენგდუში გაიმართა. მასში მონაწილეობა 80 ქვეყნის პოლიციელმა და მეხანძრემ მიიღო.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხვადსხვა სპორტის სახეობებში 7 წარმომადგენელი ასპარეზობდა. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანმა პირველობას მიაღწია, მათ შორის ორი კი ორგზის ოქროს მედალოსანი გახდა. გამარჯვებულებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე, თანამშრომლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისწარმომადგენლები - გიორგი ჩიქოვანი, ილია ჯადუგიშვლი, მიხეილ ზარქუა, ვასილ მინდორაშვილი, თენგიზ ედილაშვილი, ბელდუხი გავაშელიშვილი და ადამურ არქანიანი. საერთაშორისო ტურნირმა სტარტი 1985 წელს კალიფორნიაში, სან ხოსეში აიღო და ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება.

 

 


(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics