12:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-20 10:49:25, 3254 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: არ მსურს მოსკოვში „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები ვიხილო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ სურს მოსკოვში საფრანგეთში მიმდინარე „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის მსგავსი საპროტესტო გამოსვლები იხილოს.

პუტინმა აღნიშნა, რომ  ყველაფერს გააკეთებს, რათა საპროტესტო აქციები კანონის ფარგლებს არ გასცდეს.

„ჩვენ ყველამ ვიცით ის მოვლენები, რომელიც ე.წ. ყვითელ ჟილეტიანებს უკავშირდება, რა დროსაც, ჩვენი მონაცემებით, 11 ადამიანი დაიღუპა, 2 500 კი დაშავდა, მათ შორის ორი ათასი პოლიციელიც.  ჩვენ არ გვსურს მსგავსი მოვლენები რუსეთის დედაქალაქში და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაცია იყოს მკაცრად კანონის ფარგლებში მოქცეული“, - განაცხადა პუტინმა.

ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics