06:07 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-16 15:16:14, 1499 ნახვა

პოლიტიკა
კარლო ნატალე - ევროკავშირი ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით ძალიან შეშფოთებულია

ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით, - ამის შესახებ სოფელ გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებით, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალემ განაცხადა, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებსა და სხვა დიპლომატებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

მისი განცხადებით, ევროკავშირი საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ამ საკითხის გადასაწყვეტად.

„ევროკავშირი ძალიან შეშფოთებულია ამ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ექმნება თავისუფლად გადაადგილების პრობლემა და ზოგადად, არსებობს რისკი, რომ ამ პროცესებს მკვეთრად უარყოფითი გავლენა ექნება ადგილობრივ მოსახლეობაზე. საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად  ვმუშაობთ ყველა შესაძლო ფორმატში ამ საკითხის გადაწყვეტისთვის“,  - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელმა.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics