12:23 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-13 11:51:27, 4186 ნახვა

მსოფლიო
კადიროვის მიერ შამილის საერთაშორისო ტერორისტებთან შედარებას ჩეჩნეთსა და ინგუშეთში მღელვარება მოჰყვა

ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა ინგუში და ჩეჩენი ხალხის ეროვნული გმირი იმამ შამილი საერთაშორისო ტერორისტს შეადარა.

"შამილის მოქმედებებმა გამოიწვია ნახევარი ჩეჩენი ხალხის გაწყვეტა. ეს უბედურება გრძელდებოდა 20 წელიწადი, ამ წლებში სანამ შამილი, რუსეთის წინააღმდეგ მის ბრძოლას აგრძელებდა ჩეჩნეთის მოსახლეობა ორჯერ შემცირდა. მამაკაცების სიკვდილიანობამ იმ წლებში 70 პროცენტს მიაღწია.  ჩვენ პატივს მივაგებთ შამილის ხსოვნას, მაგრამ გვაქვს სურვილი ვიცოდეთ, ჩეჩნეთში ყოფნის დროს 19 წლის განმავლობაში რატომ ებრძოდა რუსეთის იმპერიას. ამით ის პროვოცირებას უკეთებდა, ჩეჩენი ხალხის განადგურებას. რა იყო ეს თუ არა ტერორი ჩეჩნების წინააღმდეგ?", - განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით საერთაშორისო ტერორისტები შამილ ბასაევი და ხატაბი სწორედ იმამ შამილის გზის გაგრძელებას შეეცადნენ 1999 წელს და ჩეჩენი ხალხის განადგურება გააწყვიტეს, როცა რუსეთთან საომარ მოქმედებებში ჩაებნენ.

რამზან კადიროვის განცხადებამ, ჩეჩნეთსა და ინგუშეთში არასანქცირებული აქციები და დაკავებები გამოიწვია. მოქალაქეების პროტესტის შემდეგ, კადიროვმა ბოდიში მოიხადა.

შამილი პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეა, კავკასიის მთიელ ხალხთა მეთაური, 1834 წელს იმამად აღიარებული, რომელმაც ჯერ დასავლეთ დაღესტნისა და ჩეჩნეთის, შემდეგ კი ჩერქეზეთის ხალხი გააერთიანა თეოკრატიულ სახელმწიფო იმამატში და შეუპოვარ წინააღმდეგობას უწევდა რუსეთის იმპერიას. თანდათანობით, რუსებმა შეავიწროვეს შამილი, რომელიც ბოლოს დაღესტნის სოფელ ღუნიბში აღმოჩნდა ალყაშემორტყმული და უიმედო წინააღმდეგობის შემდეგ ტყვედ დანებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
უკრაინაში მიმდინარე ომში კიდევ ორი ​​ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics