07:55 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-12 15:52:36, 1453 ნახვა

კომენტარი
პაატა სალია - ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ს იმიტომ ყიდის, რომ ტელეკომპანია არ გაკოტრდეს

კომპანიაში ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი ვითარებაა შექმნილი, რომ გაკოტრების რეჟიმში იყოს, მაგრამ ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გასხვისების გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად მიიღო.

„კომპანიაში უმძიმესი მდგომარეობაა.  არის ძალიან დიდი ოდენობის ვალები,  რომელთა გადახდის ვადა მოსულია. პირველივე დღიდან, ჩემთან არ წყდება სატელეფონო ზარები, ელექტრონული წერილები, კანცელარიაში შემოსული წერილები,  რომლებიც გვამცნობენ, რომ კრედიტორები კუთვნილ დავალიანებას ითხოვენ  და თუ უმოკლეს ვადაში - ერთ კვირაში, ათ დღეში, არ იქნება გადახდილი, მიმართავენ სასამართლოს.  მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან რთული ახალი მენეჯმენტისთვის და ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ყველასთან დავარეგულიროთ ეს ურთიერთობები. მიუხედავად იმისა, რომ დღეის მდგომარეობით, კომპანიაში ყველა ფაქტობრივი და სამართლებრივი ვითარებაა შექმნილი,  რომ კომპანია გაკოტრების რეჟიმში იყოს, ჩვენ ამ ნაბიჯს შეგნებულად არ ვდგამთ.  ეს ჩვენ არასდროს არ გვიფიქრია, რომ რუსთავი 2 გაკოტრდება. სწორედ ამისთვის, ეს რომ არ მოხდეს, ქიბარ ხალვაშმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაატა სალიამ.

ცნობისთვის, დღეს „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics