|
2019-08-12 14:30:18, 1302 ნახვა
ეკონომიკა
ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის 30%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა
„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივმა, ია კიწმარიშვილმა ტელევიზიის 30%-ის დასაბრუნებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ია კიწმარიშვილი პოტენციურ მყიდველებს მოუწოდებს, „სადაო ქონების“ ყიდვისგან თავი შეიკავონ, რადგან ბრძოლას ბოლომდე აპირებს. „მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს სამართლებრივი და მორალური უფლება, მოვითხოვო მისი კუთვნილი 30%-ის დაბრუნება. ეს დავა დაწყებულია 2009 წელს, ჯერ კიდევ სააკაშვილის სასამართლოში ეროსი კიწმარიშვილი ედავებოდა ქიბარ ხალვაშს თავისი კუთვნილი წილის დაბრუნებას. სააკაშვილის სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წელს ქიბარ ხალვაშს არ აქვს გადახდილი ამ წილისთვის გათვალისწინებული თანხა. მე, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრეს, მაქვს უფლება მოვითხოვო მისი წილი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მსგავსი სარჩელით მიმართ ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს, რომ მისი ნების წინააღმდეგ დაათმობინეს მას წილი და ხალვაშს დაუბრუნდა 100%. დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ დავა დაიწყეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, 2015 წელს, როდესაც ეს გახდა მათთვის აქტუალური. ეროსი ამას დაობდა 2009 წლიდან. დღეს ქიბარ ხალვაში გეგმას, გაასხვისოს „რუსთავი 2“ და მე მინდა მოვუწოდო, პოტენციურ მყიდველებს, თავი შეიკაონ სადაო ქონების ყიდვისგან, რადგან ვაპირებ, ამ საქმეს მივყვე ბოლომდე, იქნება ეს საქართველო, თუ სტრასბურგი“, – განაცხადა კიწმარიშვილმა. ცნობისთვის, დღეს „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიას ყიდის.
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)