10:51 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 14:47:50, 2265 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ციხიდან საქართველოს მოქალაქე გაიქცა

გერმანიაში, ბავარიის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ციხიდან გაიქცა, - ამის შესახებ augsburger-allgemeine იუწყება. 

მედია საშუალების ინფორაციით, 37 წლის ვ.ბ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 36 წლის თურქეთის მოქალაქესთან ერთად გაიპარა. მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა შეძლეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით მიიმალნენ. ბოლოს პატიმრები მემინგენის ერთ-ერთ ქუჩაზე შენიშნეს.

გერმანული მედია წერს, რომ პატიმრების დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს და მასში ვერტმფრენია ჩართული.

ამასთან, გერმანული პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ. პოლიციაში აცხადებენ, რომ გაქცეული პატიმრები ქურდობა-ყაჩაღობის ბრალდებით იყვნენ დაკავებული.

 

 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics