|
2019-07-30 10:05:58, 1619 ნახვა
ეკონომიკა
„ანაკლიის კონსორციუმს“ სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის ვადა გაუხანგრძლივდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოდგენის ვადა გაუხანგრძლივა - ახალი თარიღი 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა. სააგენტომ გადაწყვეტილება შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორის, ლევან ახვლედიანის 16 ივლისის განცხადებისა და მის მიერ წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მიიღო - კერძოდ, კონსორციუმის ხელმძღვანელი ითხოვდა სააგენტოს მიერ გაცემულ 2017 წლის 30 ოქტომბრის ბრძანებაში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ღრმაწყლოვან ნავსადგურზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ" ცვლილების შეტანას, რომელიც სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებული სქემებისა და პროექტების წარმოდგენის ვადის გახანგრძლივებას გულისხმობდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგეტომ გაითვალისწინა კონსორციუმის გენერალური დირექტორის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია, ასევე ქვეყნისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მნიშვნელობა და საჭიროება და სამშენებლო სამუშაოების ნებართვის ვადის გახანგრძლივებით კიდევ ერთხელ გადადგა პორტის მშენებლობის ხელშეწყობისთვის საჭირო ნაბიჯი.
(NS)
დამასკოში, ტურიზმის სამინისტროსთან ორი აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელია
მარიჯანის ქუჩის მაცხოვრებლებს ექსპერტებმა ზეპირსიტყვიერად განუცხადეს, რომ ევაკუაცია არ მოხდება
უკრაინაში SOCAR-ის სადგურზე თავდასხმის გამო აზერბაიჯანმა რუსეთის ელჩი დაიბარა
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)