|
2019-07-26 20:09:58, 2392 ნახვა
სამართალი
ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატი - პროკურატურას არ აქვს მტკიცებულება, რომ ფულის გათეთრებას ან რაიმე მსგავს ჰქონდა ადგილი - ვიდეო
„ყველაზე აბსურდული გადაწყვეტილება იყო ის, რომ სასამართლომ ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძის საზღვარგარეთ გასვლისთვის პროკურატურის ნებართვის საჭიროება გაიზიარა, - ამის შესახებ თიბისის ბანკის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილებას დადგენილ ვადაში გაასაჩივრებენ. „სასამართლომ ნაწილობრივ შეასრულა პროკურატურის მოთხოვნა, მილიონი ლარი შეამცირა 700 000 ლარამდე, მაგრამ, ჩვენი აზრით, ყველაზე აბსურდული გადაწყვეტილება ამ ნაწილში იყო ის, რომ მან გაიზიარა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საზღვარგარეთ გასვლისთვის პროკურატურის ნებართვა. ბიზნესმენები საზღვარგარეთ დროის გასატარებლად არ დადიან, არამედ იმისთვის, რომ ეს არის მათთვის სამუშაო რეჟიმი. მით უმეტეს, ეს ხდება იმ დროს, როდესაც ანაკლიის პროექტი ისეთ ფაზაშია, რომ მიმდინარეობს მუშაობა ინვესტორებთან. ამ დროს ადამიანებს აუკრძალო საზღვარგარეთ გადაადგილება, თან იმ მოტივით, რომ შეუთანხმოს პროკურატურას, პროკურატურას ჰქონდეს დისკრეცია იმისი, რომ მისცეს თუ არ მისცეს ნებართვა, აბსურდულია. რა უნდა ქნას პროკურატურამ, მაინტერესებს, გადაშალოს და თქვას ახლა გაგიშვებ და ახლა არ გაგიშვებო?! ჩვენ, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას და დაველოდებით მომდევნო ინსტანციის სასამართლოს განჩინებას. სხდომა დაინიშნა 12 სექტემბერს და გადავდივართ ისეთ რეჟიმში, რომ უპირობოდ დავადასტუროთ ჩვენი სიმართლე, რადგან დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, პროკურატურას არანაირი მტკიცებულება არ აქვს, რომ ფულის გათეთრებას ან რაიმე მსგავს ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ. ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარი შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ცოტა ხნის წინ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. პროკურატურა ბიზნესმენებისთვის მილიონ-მილიონი ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)