13:35 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 15:25:14, 3224 ნახვა

კომენტარი
დვალი: ია კიწმარიშვილი სამართალმემკვიდრეა და უფლება აქვს, R2-ის წილზე პრეტენზია გამოთქვას

"ვთვლით, რომ  ია კიწმარიშვილი სამართალმემკვიდრეა და  უფლება აქვს  პრეტენზია გამოაცხადოს, თუ თვლის, რომ რამე ისე არ იყო რუსთავი 2-ის წილების წაღების საქმეში", - ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთმა  დამფუძნებელმა  დავით დვალმა პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია აიძულეს თუ არა ეროსი კიწმარიშვილს წილების დათმობა, რადგან ეს პროცესი მათგან დამოუკიდებლად წარიმართა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ ქალბატონი ია კიწმარიშვილი არის სამართალმემკვიდრე და მას აქვს სრული უფლება, პრეტენზია გამოაცხადოს, თუ თვლის, რომ რამე ისე არ იყო რუსთავი 2-ის წილების წაღების საქმეში. ჩვენ ვცდილობთ, რომ ცალკე არ ვილაპარაკოთ იმიტომ, რომ ორ სხვადასხვა დროს და სხვადასხვანაირად მოხდა წილების დათმობა. მე და ჯარჯი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთად გავდიოდით იმ წნეხს… ჩვენზე ცალკე ჯგუფი მუშაობდა და ეროსისთან ცალკე მუშაობდნენ. ჩემთვის ძალიან ცოტაა ცნობილი იმის შესახებ, რაზე შეთანხმდნენ, იყო თუ არა იძულება და ა.შ. მე მახსოვს, ეროსი იძახდა, რომ თუ აღმოჩნდა, რომ მე და ჯარჯის წაგვართვეს ტელევიზია, გამოძიებამ წესით იგივე უნდა აჩვენოს მასთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა დავით დვალმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics