|
2019-07-26 11:03:44, 2483 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: აშშ-ს საელჩოს განცხადების სულისკვეთება ისეთია, როგორიც ჩვენ გვაქვს, სასამართლო პროცესი გამჭირვალე უნდა იყოს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ხაზარაძე-ჯაფარიძის“ საქმის შეფასებისას პოლიტიკოსებს მოუწოდა, ქულების დაწერის გამო, თავიანთი განცხადებებით არ დააზიანონ ისეთი ძლიერი ფინანსური ინსტიტუტი, როგორიც „თიბისი ბანკია“. ბახტაძე აშშ-ს საელჩოს განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა იზიარებს ამ განცხადების სულისკვეთებას - სასამართლო პროცესის მაქსიმალურად გამჭვირვალედ ჩატარებას. „ჩემი მოწოდება ყველა მხარის მიმართ იქნება ეს მამუკა ხაზარაძე თუ სხვა ადამიანები ან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ, პოლიტიკური ქულები დაიწერონ ამ პროცესისგან, არის, რომ ამ განცხადებებით არ დავაზიანოთ ჩვენი ეკონომიკისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტი. „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი, ის არის ძლიერი ბანკი, ის არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენს განცხადებებში ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ თითოეულ სიტყვას და შეფასებას. რაც შეეხება, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ს საელჩოს განცხადებას სულისკვეთება ამ განცხადებაში არის ისეთი, როგორიც ნებისმიერ ჩვენგანს აქვს. უნდა იყოს უზრუნველყოფილი გამჭირვალე პროცესი სასამართლოსი. საქართველოში არის ევროპული დონის მართლმსაჯულების სისტემა და ეს არის მთავარი. დარწმუნებული ვარ, არანაირი კითხვის ნიშნები ამ პროცესის ირგვლივ, ისევე როგორც არ ერთი სხვა სასამართლოს პროცესის ირგვლივ, არ იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)