10:48 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-24 11:42:25, 4105 ნახვა

მსოფლიო
LGBTQ აქტივისტი შესაძლოა, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის „ხერხი“ წევრმა მოკლა

რუსული ლგბტ თემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აქტივისტი ელენა გრიგორიევა ჰომოფობიურად განწყობილი დაჯგუფების "ხერხი" წევრმა მოკლა, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, დაჯგუფება "ხერხი" ლგბთ აქტივისტებს სისტემატიურად ემუქრება და თავს ესხმის. მათ აქვთ შექმნილი საიტი "ხერხი ლგბტ-ს წინააღმდეგ", საიდანაც აქტივისტებსა და წევრებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან. მსგავსი შინაარსის წერილებს ელენა გრიგორიევაც იღებდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაჯგუფების საიტზე გრიგორივა ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, როგორც "ერთ-ერთი საძულველი აქტივისტი. სიაში მყოფებს კი, სახიფათო სიურპრიზებს უმზადებდნენ". 

მედიის ცნობით, 18 ივლისს საიტი დაიბლოკა, თუმცა გრიგორიევა მიიჩნევდა, რომ დაჯგუფების წევრები კომუნიკაციას პირად ჩატში ახერხებდნენ და თავდასხმების სერიას გეგმავდნენ. მიმდინარე წლის იანვარში, საიტზე რეგისტრირდებოდნენ პირები, რომლებიც მზად იყვნენ ფულის სანაცვლოდ ლგბტ ადამიანები გაეტაცათ და მათზე ფიზიკურად ეძალადათ. 

აქტივისტები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათზე განხორციელებულ თავდასხმებზე შესაბამის რეაგირებას არ ახდენს.

"ისინი გვეუბნებიან: თუ მოკვლას დაგიპირებენ, დაგვირეკეთ, თუმცა ელენამ დარეკვა ვერ მოასწრო", - ამბობენ აქტივისტები. 

შეგახსენებთ, რომ ლგბტ აქტივისტის ელენა გრიგორიევას ცხედარი 21 ივლისს მის საცხოვრებელ სახლთან, სანქტ-პეტერბურგში იპოვეს. მას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სახისა და ზურგის არეში. პოლიციამ ცხელ კვალზე 40 წლის მამაკაცი დააკავა. პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობა პირადი კონფლიქტის მოტივით მოხდა. სიძულვილის მოტივს სამართალდამცველები არ განიხილავენ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics