10:49 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 13:45:47, 4544 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს არჩევნებზე მხარი ზელენსკის პარტიას დაუჭირონ [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის მომხრეებს არჩევნებზე უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის პარტიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

სააკაშვილმა ანალოგიური გადაწყვეტილების მიღება სხვა პარტიებსაც ურჩია, რომლებსაც 5%-იანი ბარიერის გადალახვის ნაკლები შანსი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის პარტია "ახალ ძალთა მოძრაობა" უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. 

"ვფიქრობ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის უნდა მივცეთ უმრავლესობის ფორმირების შანსი ძველ პოლიტიკოსებთან დათმობების გარეშე. ახლა თითოეული პროცენტი მნიშვნელოვანია და მე არ მინდა, რომ ჩვენი პროცენტების გამო, რომელმაც შესაძლოა რადაში შესვლის საშუალება მაინც არ მოგვცეს, პარტია ”ხალხის მსახურმა” ვერ მოაგროვოს რამდენიმე პროცენტი იმ შესაძლებლობისთვის, რომ დამოუკიდებლად მოახდინოს მთავრობის ფორმირება. ამიტომ მძიმე დისკუსიების შემდეგ მხარი დავუჭირე შემდეგ გადაწყვეტილებას: ჩვენ ვთხოვთ მომხრეებს მხარი დაუჭირონ ჩვენს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, სიებით კი, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ხმა მისცენ ”ხალხის მსახურს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics