|
2019-07-19 13:21:45, 2071 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: საქართველოს წინააღმდეგ საქნციების შემოღება გადავიფიქრეთ
"რუსი კანონმდებლები საქართველოდან სხვადასხვა სახის საქონლის იმპორტის აკრძალვის შესაძლებლობას განიხილავდნენ, თუმცა დღეისათვის ე.წ. ღვინის სანქციების თემა ამოწურულია", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა "რია ნოვოსტისთან" ინტერვიუში განაცხადა. როგორც კარასინმა აღნიშნა, მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგ არაერთი ტიპის სანქცია ამოქმედებულა და დღემდე მოქმედებს, ამიტომ ოფიციალური მოსკოვი სხვა ქვეყნების მიმართ ასეთი ზომების მიღებას სიფრთხილით ეკიდება. "ივნისის ბოლოს და ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში იყო მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში ქართული ღვინის და მინერლური წყლების შემოტანა აკრძალულიყო. თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა კანონმდებლებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და ეს მათ შორის ქართველი ხალხის იმართ პატივისცემის გამო და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გააკეთა. აედან გამომდინარე, ე.წ. ღვინის სანქციების თემა ამოწურულია. რაც შეეხება ავიამიმოსვლის აკრძალვას, ეს დროებითი გადაწყვეტილებაა და მისი გაუქმების პირობები ზუსტად არის განსაზღვრული: საქართველოში სიტუაციის სტაბილიზაცია, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ არსებული ნებისმიერი სახის საფრთხის გაქრობა", - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)