|
2019-07-19 13:25:33, 1736 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე: „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას
„რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს; ამის გარანტია ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდი მიღწევა - ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი ამ უდიდეს მონაპოვარს განსაკუთრებით უფრთხილდება. „რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების შეფასებას, ჩახედეთ სტრასბურგის გადაწყვეტილების შინაარსს, სადაც ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებულია. ჩვენ გუშინ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რაზე არიან ორიენტირებული ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტები - ისინი ორიენტირებულნი არიან ნებისმიერი ინფორმაციისა და ნებისმიერი ფაქტის არასწორ ინტერპრეტაციაზე, არასწორ შეფუთვაზე. ეს არის სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თითოეულმა ჩვენგანმა მას პატივი უნდა ვცეთ. მედიაპლურალიზმი ჩვენი ძალიან დიდი მონაპოვარია, მას განსაკუთრებით ვუფრთხილდებით და ამ საქმეს ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევის, მედიაპლურალიზმის შესაძლო ზიანთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)