|
2019-07-18 13:10:46, 1501 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია გადაწყვეტს, როდის აღსრულდება შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება
ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია გადაწყვეტს, როდის აღსრულდება შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიგინფზე განაცხადა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა. რუსთავი 2“-ის საქმეზე „გადაწყვეტილება, როგორც შეჩერების, ასევე შეჩერების მოხსნის არ ექვემდებარება გასაჩივრებას. მისივე თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს, ეს მთლიანად მესაკუთრეზეა დამოკიდებული. „გადაწყვეტილება, როგორც შეჩერების, ასევე შეჩერების მოხსნის არ ექვემდებარება გასაჩივრებას. ის დღეიდან არის ძალაში. ჩვენ მხარეები, თუკი რამეს გავასაჩივრებთ, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც არსებითი გადაწყვეტილებაა. სხვა აქ სადაო არაფერი ჩანს. მხარე ასაჩივრებს ამისთვის აქვს ექვსი თვის ვადა, თუმცა დიდი პალატის მიერ გასაჩივრებული საქმის განხილვა ავტომატური არ არის, შუაში არსებობს ფილტრაციის კოლეგია, რომელიც ან დაუშვებს საქმეს განსახილველად, დიდ პალატაში ან არ დაუშვებს, გახსოვთ რომ ასე გავასაჩივრეთ პალატის გადაწყვეტილება საქმეზე ვანო მერაბიშვილის საქმეზე. სახელმწიფოს გადასაწყვეტი არ არის როდის შეიძლება შეჩერების შესახებ მოხსნის გადაწყვეტილება აღსრულდეს, ეს მთლიანად არის დამოკიდებული იმ მესაკუთრეზე ტელეკომპანიისა, რომელიც უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილებით არის ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია, ამასთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლო ერთხმად თქვა, რომ საკუთრების უფლება არ დარღვეულა, სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილება არ დარღვეულა. უკვე ახალ მესაკუთრეს, ვინაიდან შეჩერება მოხსნილია, აქვს გადაწყვეტილების თავისუფლება, რომელსაც ალბათ თავად გვეტყვის როგორია ის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)