|
2019-07-16 18:59:50, 1955 ნახვა
ეკონომიკა
ნინო თანდილაშვილი: სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროების, ასევე, საბანკო და საფინანსო სექტორის, საერთაშორისო (UNDP, UNIDO, USAID, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში) და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვანე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს. სამუშაო შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკა საქართველოს სამთავრობო პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. „სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ხელი შეუწყოთ ქვეყანაში ისეთი წარმოების განვითარებას, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს გარემოს. ბოლო წლების განმავლობაში, შევძელით ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისი სტანდარტების დანერგვა. სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება და ბიზნესსექტორი ბიოწარმოებაზე გადავიდეს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ. როგორც ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ, კერძო ინვესტორებმა, დონორმა ორგანიზაციებმა, მწარმოებლებმა და მომხმარებლებმა, ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშაონ პოლიტიკა ეფექტიანი მწვანე დაფინანსების მობილიზების მიზნით. შედეგად, მცირე და საშუალო საწარმოების მხრიდან გარემოზე მიყენებული ზიანი შემცირდება, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკასა და ეკოლოგიაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ის ძირითადი გამოწვევები, ინიციატივები და ფინანსური მექანიზმები განიხილეს, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა მცირე და საშუალო საწარმოებში. შეხვედრაზე, საუბარი შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელიც ევროკაშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Environment” ფარგლებში მომზადდა.
(NS)
NYT: ტრამპი აპირებს, თურქეთისთვის ამერიკული F-35 გამანადგურებლების მიყიდვის ნებართვა მისცეს
პოლონეთმა განაცხადა, რომ 2022 წლიდან დღემდე უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღი გადასცა
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის შედეგს „ცა“ განსაზღვრავს და პუტინს მოსკოვში ათასი დრონის გაგზავნით დაემუქრა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)