17:52 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-15 18:30:58, 2286 ნახვა

კომენტარი
​კახიძე პოლიციელის დაკავებაზე: ბრძანების გამცემი ხელს რიგითებს აწმენდს

"ევროპული საქართველოს" რთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე 20-21 ივნისს, აქციის დაშლისას უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით შსს-ს 1 თანამშრომლის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც პარლამენტის დეპუტატი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ერთი რიგითი პოლიციელის დაკავება იმ პირობებში, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია ისევ თანამდებობაზეა, თვალებში ნაცრის შეყრაა. 

"პროკურატურამ ძალის გადამეტებისთვის პოლიციელი დააკავა, მაგრამ პოლიციის კანონიერ მუშაობაზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი მინისტრი კვლავ თანამდებობაზეა. ბრძანების გამცემი ხელს რიგითებს აწმენდს. უფრო სწორად, რიგითს, მხოლობით რიცხვში. ნაცარს ნუ გვაყრით თვალებში. გადადგეს შს მინისტრი!", - წერს კახიძე. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics