|
2019-07-08 18:17:23, 1519 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსებას უზრუნველვყოფთ
„მივიღეთ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ტურისტული ბიზნესის ყველაზე უფრო მოწყვლადი სეგმენტის - მცირე სასტუმროებისთვის საბანკო სესხების პროცენტების თანადაფინანსებას უზრუნველვყოფთ, ასევე დაიგეგმა, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭოს ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს", - ეს განცხადება მედიის წარმომადგენლებთან ნათია თურნავამ ბიზნესასოციაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა. „დღეს ბიზნესასოციაციაში ვიმსჯელეთ იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთა გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება ტურიზმის ბიზნესისთვის იმ შესაძლო ზიანის შესამსუბუქებლად, რაც დაუდგება რუსეთის გადაწყვეტილების გამო. შევისწავლეთ, რა გასაჭირი უდგათ მცირე სასტუმროებს, რადგან ეს არის ყველაზე უფრო მოწყვლადი სეგმენტი, რომელიც დარტყმის ქვეშ დგება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ მივიღოთ მონაწილეობა მათი საბანკო სესხების პროცენტის თანადაფინანსებაში, რადგან მთავარი პრობლემა, რაც მესმოდა სექტორთან გამართული შეხვედრების დროს, არის სესხის, ასე ვთქვათ, ტვირთი და ჩვენ ბიზნესს ამ ტვირთის შემსუბუქებაში დავეხმარებით“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე განცხადებით, მიღებულია მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭოს ტურიზმის ინდუსტრიას და სასტუმრო ბიზნესს, რათა განვითარებისა და გაფართოების ახალი პროექტები არ გაჩერდეს. „ჩვენ ამ რესურსს მოვახმართ თანაუზრუნველყოფას, როდესაც ბანკი განიხილავს და გასცემს სესხს ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის ან არსებული ტურისტული ბიზნესის გაფართოებისთვის" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას შეფასებით, ამ ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით არსებულ ტურისტულ ბიზნესს, მცირე სასტუმროებს მთავრობა უმსუბუქებს ფინანსურ კრიზისს, ასევე ძალიან კარგ პერსპექტივას აძლევს სამომავლო განვითარებისთვის . „გარდა ამისა, ძალიან აგრესიული, მარკეტინგული სტრატეგია გვექნება ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისთვის, რადგან ეს არის ძალიან დიდი მოთხოვნა და ამასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ტრადიციული ბაზრების შესანარჩუნებლად", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
სარაკეტო დარტყმების შემდეგ ბელგოროდში კვლავ გაითიშა ელექტროენერგია, წყლისა და გაზის მიწოდება შეწყდა
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სკანდალი: როგორ გააუქმა ტრამპმა წითელი ბარათი
Financial Times: აშშ უკრაინას რუსეთის ნავთობობიექტებზე თავდასხმებში ეხმარება
გერმანიის სამხედრო ხარჯები ცივი ომის შემდეგ უნახავ დონეს მიაღწევს
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)