20:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-08 17:49:46, 1104 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - გაბუნიას უმსგავსო საქციელის გამო, R2-ის დახურვის მოთხოვნა სწორი არაა

 „გუშინ, ბოლო  პერიოდში  მომრავლებული პროვოკაციების  რეკორდი  მოხსნა „რუსთავი 2“-ის  ჟურნალისტმა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის შეფასებით, გიორგი გაბუნიას განცხადებები პროვოკაცია იყო, თუმცა ამის გამო კერძო  არხის დახურვის  მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის.

„ჩვენ  ვამაყობთ,  რომ 2012  წლიდან მოყოლებული  გვაქვს  სიტყვის  და გამოხატვის თავისუფლება.  ცხადია,  ამ პროგრესს  ყოფილი  ხელისუფლების  ნარჩენები  ვერ  გუობენ და  ყველა  საშუალებით ცდილობენ  სიტუაციის  არევას.

ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, უშეცდომო არავინაა. ვინაიდან დემოკრატიული  ინსტიტუტების  გაძლიერება, კანონმორჩილების  დამკვიდრება  და  ანგარიშვალდებულება  ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან,  სხვადასხვა  დესტრუქციულ  ძალას უადვილებს ამ  პროცესში  არეულობის შეტანას.  გუშინ, ბოლო  პერიოდში  მომრავლებული პროვოკაციების  რეკორდი  მოხსნა რუსთავი 2-ის  ჟურნალისტმა. თუმცა,  აქვე  უნდა  აღინიშნოს,  რომ ამ უმსგავსო  საქციელის  გამო  კერძო  არხის  დახურვის  მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ. ჩვენი - მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ბოლო დღეების განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ. არ  მივცეთ  სხვადასხვა  მოთხოვნებით გამოსულ  მომიტინგეებს დაპირისპირების  და რაც  მთავარია,  კანონდარღვევის  საშუალება.  მეგობრებო, ნორმალურ  საზოგადოებაში,   ქვეყნის  მოყვარული  ადამიანები  თავიანთ სიტყვის  თავისუფლებას  სხვისი თავისუფლების  შეზღუდვის  ხარჯზე  არ  იცავენ. ნუ გავახარებთ  შინაურ  თუ  გარე მტერს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics